ივანიშვილი აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ ომს აფხაზეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლებედი - ნათელაშვილი
- პოლიტიკა
- 08.04.2019
- 17:13
ხელისუფლების შეცვლისთანავე ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში იქნება მიცემული,“ - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა
ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ 9 აპრილის ტრაგედიის ორგანიზატორებს აფინანსდებდა, მისი მტკიცებით, ივანიშვილი აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში.
„ოლიგარქმა 9 აპრილთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა მორიგი ფარისევლური ეპისტოლე. ტრაგიკულობა ვითარების იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო აფინანსებდა 9 აპრილის მთავარი ჯალათის გენერალ ლებედის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას, არამედ იგი მანამდე მილიონებით აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სწორედ გენერალი ლებედი. ხელისუფლების შეცვლისთანავე ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში იქნება მიცემული,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.