სროლა საბურთალოს სასაფლაოზე - არიან დაშავებულები
- სამართალი
- 15.12.2015
- 14:29
თბილისში - საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრეს.
შემთხვევის ადგილზე 8 ვაზნაა ნაპოვნი. სროლის შედეგად არავინ დაღუპულა. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები აცხადებენ, დაჭრილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200