ბაგრამის ავიაბაზასთან აფეთქებას 4 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 09.04.2019
- 13:16
ოთხი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარ აფეთქებას. დაჭრილია კიდევ სამი ამერიკელი სამხედრო. გავრცელებული ცნობით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
"მომხადრის გამო მწუხარება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
პენტაგონი დაღუპულების ვინაობას მოგვიანებით გაასჯაროვებს, მას შემდეგ რაც ტრაგედიის შესახებ ოჯახის წევრებს შეატყობინებენ.