დაბა ლაითურში 20 ჰექტრამდე ტყე-ბუჩქნარის ფართობი იწვის
- საზოგადოება
- 09.04.2019
- 15:38
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 20 ჰექტრამდე ტყე-ბუჩქნარის ფართობი იწვის. ხანძრის ლოკალიზებისთვის ორი სახანძრო ბრიგადა საკმარისი არ აღმოჩნდა და მეზობელი რაიონებიდან დამატებითი ძალები ამ წუთებშიც იგზავნება.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შესაძლოა, ავიაციიც ჩაერთოს.