png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბათუმში 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგა

  • საზოგადოება
  • 09.04.2019
  • 17:36
 ბათუმში 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგა

დღეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე. „დღეს 30 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღეს თავისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 21 გმირის სიცოცხლე შეეწირა. მინდა ქედი მოვიხარო ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ეროვნულ იდეალებს. ჩვენ და მომავალმა თაობებმა უპირობოდ პატივი უნდა ვცეთ ამ იდეალებს და ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

9 აპრილის მემორიალის ესკიზის ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძეა.
დღესვე, გმირთა ხეივანში მოეწყო 30 წლის წინ, 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge