primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

თამარ ხულორდავა ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

  • საზოგადოება
  • 15.12.2015
  • 14:43
თამარ ხულორდავა ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის  შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  პირველი  მოადგილე  თამარ ხულორდავა ევროკავშირის პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“  შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას პროექტის  ბენეფიციარი უწყების წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ევროკავშირის ელჩის მოადგილე  საქართველოში კარლო ნატალე და   ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“  პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინთერი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელებმა და ბენეფიციარი უწყების წარმომადგენლებმა  გაწეული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინეს.

პროექტი მოსამართლეთა კორპუსის, პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის, კერძო და საჯარო ადვოკატურის მხარდაჭერას  ითვალისწინებდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ხულორდავას განცხადებით, პროექტის ფარგლებში  სამინისტრომ საერთაშორისო  სტანდარტებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის კუთხით ბევრი  წარმატებული   ნაბიჯი გადადგა. 

თამარ ხულორდავამ  იმ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ   ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში  განახორციელა.

,,პროექტის მხარდაჭერითა და აქტიური თანამშრომლობით სამინისტრომ ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგა თანამედროვე, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და ეფექტური სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ჩამოყალიბებისკენ.  ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი ამბიციური სამომავლო გეგმების განხორციელება  საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას რეგიონში სამაგალითოს გახდის. პროექტმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია საერთაშორისო სტანდარტებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის კუთხით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის მომავალი სწორედ სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაში,  მსჯავრდებულების  რისკის მიხედვით გადანაწილებასა და   მათი  რეაბილიტაცია/რესოცილიზაციის მხარდაჭერაშია“, -განაცხადა ხულორდავამ და ევროკავშირს  პროექტის მხარდაჭერაში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების მიმდინარეობისას, თამარ ხულორდავამ პროექტის ფარგლებში მომუშავე ექსპერტებს  სამახსოვრო სიგელებიც გადასცა.

პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელის რენატე ვინთერის თქმით, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი  ქვაკუთხედი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსია და მისი დანერგვით საქართველომ  წარმატებული ნაბიჯი გადადგა.

,,სამწლიანი პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის  მართლაც ბევრი რამ გაკეთდა. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი  ქვაკუთხედი სწორედ  ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი დანერგვით  მთლიანად შეიცავლა სისხლის სამართლის სისტემა  და ეს არის მნიშვნელიოვანი წინსვლა საქართველოსთვის“, _განაცხადა რენატე ვითერმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და „Human Dynamics“-ის მიერ განხორციელებული პროექტი  ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ 2012 წელს დაიწყო და მუშაობას მიმდინარე წლის ბოლოს ასრულებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge