ტაქსის მძღოლები დღეს მორიგი საპტროტესტო აქციისთვის ემზადებიან
- საზოგადოება
- 11.04.2019
- 10:06
ტაქსის მძღოლები კი დღეს მორიგი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან. მათი მსვლელობა აგრარული უნივერსიტეტიდან დაიწყება და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება.
3 ათასამდე მძღოლი კახა კალაძის მიერ დაწყებულ რეფორმას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. ისინი დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, უარი თქვას რეგულაციებზე, არ შეიცვალოს მანქანების ფერი და დაუბრუნონ მძღოლებს ძველი საპარკინგე ადგილები.