სოფელ იმირში მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
- საზოგადოება
- 15.12.2015
- 15:44
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში მდ. ხრამზე რეაბილიტირებული სახიდე გადასასვლელის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.
მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე,სოფელ იმირში, მდ. ხრამზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციადასრულებულია. პროექტის ფარგლებში ხიმინჯებით გამაგრდა ხიდზე არსებული და განაპირა ბურჯები, განახლდა ხიდის სავალი ნაწილი, ტროტუარები და მოაჯირები;გზა მოინიშნა და შემოიფარგლა.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 900 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. ხიდის რეაბილიტაცია შპს „GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION”განახორციელა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200