primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკურ ზეწოლას

  • პოლიტიკა
  • 12.04.2019
  • 14:00
 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკურ ზეწოლას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკურ ზეწოლას.

"დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქალაქის მიერ დაფინანსებული და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობა ყოვლად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. მედიაზე ამგვარი თავდასხმა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს.

კანონმდებლობით შექმნილი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიების მიუხედავად, მრავალი წელია მუდმივ წნეხს განიცდის საზოგადოებივი მაუწყებელი. კერძო მედია საშუალებებზე ასევე მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმა. ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი გაცხადებულად საუბრობს ტელეკომპანია რუსთავის 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების სურვილზე და იყენებს მართლმსაჯულების სისტემას ამ მიზნის მისაღწევად. ვლინდება, რომ სწორედ ტელეკოპანიებზე გავლენების მოპოვების მიზნით ახროციელებს ივანიშვილი ზეწოლას არაერთ ბიზნესმენზე. 

დღეს ღია ზეწოლის მსხვერპლია ასევე აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრების გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს თანამდებობიდან გადააყენოს ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის სტანდარტით და ქვეყანაში არსებული მძიმე მედია გარემოს პირობებში ქმნის აჭარის ტელევიზიისთვის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის ყველა პირობას. მას ადასტურებს არაერთი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ანგარიში. 

ვგმობთ მიზანმიმართულ თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამეურვეო საბჭოს წევრების გამოყენებით. სწორედ პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე მოქმედებს მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქვოტით არჩეული აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე, რომლის პოზიციას ემიჯნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მოუწოდებს თავი აარიდოს მედიის წინააღმდეგ სახელისუფლებო რეპრესიებში თანამონაწილეობას. 

მივმართავთ  მედია არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და საქართველოს სახალხო დამცველს აღნიშნულზე რეაგირებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. საბჭოს წევრებმა მაუწყებლობის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით განცხადება 10 აპრილს წარადგინეს. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge