რუსთაველის გამზირზე, რესტორან "ხინკლის სახლში" ხანძარი გაჩნდა
- საზოგადოება
- 15.04.2019
- 09:37
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან "ხინკლის სახლში" ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამზარეულოს მოედო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია 20 მ² ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.