png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იანვარ-ნოემბრში აჭარაში ტურისტების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა

  • ეკონომიკა
  • 15.12.2015
  • 16:34
იანვარ-ნოემბრში აჭარაში ტურისტების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა

იანვარ-ნოემბრში აჭარაში ტურისტების რაოდენობა 2,73%-ით გაიზარდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტებში ნოემბრის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების 1,23 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2015 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდს (11 თვე), გასულ წელთან შედარებით ტურისტების 2,73%-იანი ზრდა შეინიშნება.

საზღვრის მონაცემების მიხედვით საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2015 წლის ნოემბრის თვეში ბათუმის აეროპორტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების 83%-იანი ზრდა დაფიქსირდა (3 975 ვიზიტორი).

რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს (იანვარ-ნოემბერი) ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 16%-ითაა გაზრდილი, სულ 74151 ვიზიტორი.

ზრდადი ტენდენცია ნარჩუნდება საზღვარზე შემოსულ უცხოელ ვიზიტორებთან დაკავშირებითაც. ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების 4,61%- იანი ზრდა ფიქსირდება, სულ 105 991 ვიზიტორი. ქვეყნების მიხედვით პირველ ხუთეულში შედის თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და სომხეთი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge