თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
- საზოგადოება
- 15.04.2019
- 16:39
თბილისში, ტაბიძის ხიდთან სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ამავე ავტომობილის მძღოლს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ხიდთან გააჩერა, გადმოვიდა, რის შემდეგაც მანქანა დაგორდა და მამაკაცს დაეჯახა.
გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.