პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის
- მსოფლიო
- 15.04.2019
- 21:52
საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში საყოველთაოდ ცნობილი ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეხანძრე-მაშველების თქმით, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს სარემონტო სამუშაოებთან.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცეცხლწაკიდებული 850 წლის ლეგენდარული გოთური ხელოვნების ნიმუშის ტაძრის ფოტოები.
პარიზის მერი ანა იდალგოს თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაში საშინელი ხანძარია, რაც პარიზს თავს დასტყდომია და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
გასულ წელს, დაიწყეს ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200