ვრცელდება პირველი ფოტოები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან
- მსოფლიო
- 16.04.2019
- 10:40
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. ნოტრ-დამში ხანძარი ორშაბათს საღამოს გაჩნდა. შედეგად ჩამოინგრა სამრეკლო, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. გადაჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა. ასევე საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი.

ცეცხლს რამდენიმე სათის განმავლობაში აქრობდნენ, მისი ჩაქრობა მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა. ოპერაციაში 400 მეხანძრე მონაწილეობდა, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა.

ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია. ტაძრის ნაწილი ხის მასალით იყო გადახურული. შესაძლოა, ცეცხლი სარესტავრაციო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად ტაძარში მივიდა. მან მადლობა გადაუხად მეხანძრეებს და განაცხადა, რომ პარიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა სრულად აღდგება.
საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ფონდმა ტაძრის აღდგენისთვის სახსრების შეგროვება დაიწყო.