png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები: ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ შსს-ს ეს კამპანია შეამცირებს საგზაო შემთხვევებს კანონის დახვეწით და მისი სათანადო აღსრულებით

  • საზოგადოება
  • 16.04.2019
  • 14:09
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები: ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ შსს-ს ეს კამპანია შეამცირებს საგზაო შემთხვევებს კანონის დახვეწით და მისი სათანადო აღსრულებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო ,,რუმსში’’ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია ,,მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. შინაგან საქმეთ სამინისტროს კამპანიის "მეტი სიცოცხლისთვის" პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის - ეკა ლალიაშვილის განცხადებით, მათ დიდი მოლოდინი აქვთ კამპანიის და მიესალმებიან იმ აქტივობებს, რასაც შინაგან საქმეთ სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გეგმავს.

"ძალიან მისასალმებელია ის კამპანია, რომელიც დღეს გაიხსნა - "მეტი სიცოცხლისთვის" და გვეუბნება, რომ მართალია არ მოგვწონს ქუჩაში ამოტრიალებული მანქანები, ჩვენ ეს არ გვსიამოვნებს და გვიწევს გამოვიდეთ იმ კომფორტის ზონიდან სადაც დღეს ჩვენ ვართ. კამპანია გვეუბნება, რომ თუ დავარღვევთ საგზაო უსაფრთხოების წესებს, შედეგი დადგება მსგავსი.

სწორედ ასეთი შედეგი დაუდგა შარშან 459 ადამიანის, რომლებმაც სიცოცხლე დატოვეს გზებზე და ათიათასობით ადამიანს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ჯანმრთელობა და ნაწილი მათგან შეიძლება ცხოვრება გააგრძელა შეზღუდული შესაძლებლობებით. ამიტომ, ეს არის კამპანია, რომელიც წინასწარ გვეუბნება, გვააზრებინებს, რომ საჭესთან უნდა ვიყოთ ფრთხილად. ძალიან მნიშვნელოვანია ის აქტივობები, რომელიც იგეგმება - მაგალითად საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, ქულათა სისტემის მიბმა კამერებთან, რომელსაც შინაგან საქმეთ სამინისტრო კამპანიის პარალელურად აპირებს.

ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს კამპანია შეამცირებს საგზაო შემთხვევებს კანონის დახვეწით და მისი სათანადო აღსრულებით," - განაცხადა ეკა ლალიაშილმა.

„ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის ირაკლი ზურიას განცხადებით: „უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მეტი სიცოცხლისთვის“. ასეთი კამპანიები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მოხარულები ვართ ამ კამპანიის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის გაამართლებს თავის მოლოდინებს და მიზანი, რაც დღეს ითქვა, რომ ნაკლები ადამიანი დაშავდეს საქართველოს გზებზე, ნაკლები ადამიანი დაიღუპოს - იქნება გამართლებული. რა თქმა უნდა ჩვენც, არასამთავრობო სექტორიც დავუჭერთ მხარს ამ კამპანიას და ჩავერთვებით ჩვენი პატარ-პატარა, მცირე პროექტებით და ვეცდებით, რომ სიტუაცია გავაუმჯობესოთ საქართველოში."

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, - საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეო-რგოლები. ასევე, შეიქმნა ვებ-გვერდი formore.life და ფეისბუქ-გვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge