ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ ერთ დღეში ბესტსელერი გახდა
- მსოფლიო
- 16.04.2019
- 16:03
ვიქტორ ჰიუგოს რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ Amazon-ზე ერთ დღეში ყველაზე გაყიდვადი წიგნების ტოპ-100-ში მოხვდა.
მედიის ცნობით, რომანის ხუთი გამოცემა იკავებს მეორე, მეექვსე, მე18, 35-ე და 58-ე ადგილებს ბესტსელერების სიაში.
ამის გარდა, ყველაზე პოპულარულებს შორის მოხვდა წიგნები ნოტრ-დამის ისტორიისა და არქიტექტურის შესახებ.
ნოტრ-დამში ხანძარი 15 აპრილს საღამოს გაჩნდა. შენობა სრულ განადგურებას გადაურჩა. ჩამოინგრა შპილი, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა, საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი.ასევე ხელოვნების ძირითადი ნიმუშები, რომლებიც პარიზის მერიაში გადაიტანეს. მალე მათ ლუვრში გაგზავნიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200