მამაკაცი ასობით ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
- მსოფლიო
- 17.04.2019
- 11:17
აშშ-ის პოლიციამ ლუიზიანას შტატში დააკავა მამაკაცი, რომელიც ბავშვების გაუპატიურების 100 შემთხვევაშია ბრალდებული.
პოლიციის განცხადებით, ქალაქ პაინვილის მცხოვრები ჯოზეფ ფაუნტინი 9 აპრილს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას მიმართა ადამიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ფაუნტინმა ის ბავშვობის ასაკში გააუპატიურა.
ფაუნტინი ბავშვებზე სექსუალურად 1970-80 წლებში ძალადობდა. ის 13 წლამდე ასაკის ბავშვებს აუპატიურებდა. პოლიცია მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. გამოძიება გრძელდება.
ლუიზიანას შტატში მსგავსი დანაშაულისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200