png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე სერიოზული მოსაზრება არსებობს - კალაძე

  • საზოგადოება
  • 17.04.2019
  • 12:25
დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე სერიოზული მოსაზრება არსებობს - კალაძე

თბილისის განვითარების ფონდი დედაქალაქის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ურბანული მობილობის გეგმის ფარგლებში, დედაქალაქში სატრანსპორტო მიმართულებით სპეციალური კვლევა ჩატარდება.

„გვაქვს სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანია დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის - უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა რაიონებში, რათა დადგინდეს სად არის ტრანსპორტის ნაკლებობა და ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე სერიოზული მოსაზრება არსებობს. შესაბამისად, კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მხრივ განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში უკვე დაიწყება კვლევა და ძალიან მალე  სრული სურათი გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობის პროექტირების ტენდერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება.

„იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროსადგურის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს და სრული პროექტი წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს. ამის შემდეგ კი ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება“, -  განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა ქალაქის მთავარი სტრატეგიული სატრანსპორტო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ტრანსპორტის ყველა ასპექტს: ქვეითთა, საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების გადაადგილებას. ასევე, შემუშავდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ველობილიკების, ინკლუზიური  საფეხმავლო ბილიკების თანამედროვე სტანდარტები. დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტიზებული და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge