პარლამენტში მცირე დაპირისპირება მოხდა
- პოლიტიკა
- 17.04.2019
- 14:02
საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბისა და დაპირისპირების გამო ირაკლი კობახიძე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა.
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზაზა კედელაშვილი მანდატურის სამსახურის უფროსს დაუპირისპირდა, რაც რეგისტრაციის გავლის საკითხს ეხებოდა. კერძოდ, დეპუტატმა მანდატურის უფროსს მიმართა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ რეგისტრაციის გავლაც ისევე გააკონტროლოს, როგორც ამას ოპოზიციონერი დეპუტატების შემთხვევაში აკეთებს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ დეპუტატები ერთმანეთის პულტებით გადიან რეგისტრაციას.