png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გუდაურის გადასახედთან ჩარჩენილი ავტომობილები უკვე თბილისისკენ მიემართებიან

  • საზოგადოება
  • 17.04.2019
  • 17:20
გუდაურის გადასახედთან ჩარჩენილი ავტომობილები უკვე თბილისისკენ მიემართებიან

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მხრიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსი, 10-მდე მსუბუქი ავტომანქანა და მგზავრები, რომლებიც  გუდაურის გადასახედთან, რამდენიმე საათის განმავლობაში, თოვლის ნამქერში იყვნენ ჩარჩენილები, ამ დროისთვის უკვე თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან. არსებული ინფორმაციით ყველა მგზავრი თავს კარგად გრძნობს.

მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფები, ასევე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია. გზის პრობლემურ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ უზრუნველყო.

ვითარების რეგულირების პროცესში აქტიურად იყო ჩართული მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია. ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.

ამ დროისთვის, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს დაუყოვნებლივ დაიწყებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge