ძლიერი წვიმის გამო ხარაგაულში სახლები დაიტბორა
- საზოგადოება
- 18.04.2019
- 10:45
ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, ხარაგაულის რაიონში დაიტბორა რამდენიმე სოფლის გზა. ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მოძრაობა შეზღუდული იყო ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე. ადიდებულმა მდინარემ სახლებიც დატბორა.
ამ დროისათვის გაწმენდილია მდინარის კალაპოტი. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა.