ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს
- პოლიტიკა
- 18.04.2019
- 21:22
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა.
"საქართველოს კონსტიტუციის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ნათელა თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად", - წერია ბრძანებაში.
ნათია თურნავა ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.
ნათია თურნავამდე ამ პოსტს გიორგი ქობულია იკავებდა.