primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

“ევროპული საქართველო” პარლამენტში გიორგი გახარიასა და ნათია თურნავას იბარებს

  • პოლიტიკა
  • 22.04.2019
  • 15:53
“ევროპული საქართველო” პარლამენტში გიორგი გახარიასა და ნათია თურნავას იბარებს

“ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი უნდა მივიდნენ და უნდა განმარტონ, რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული პანკისში და როგორ ამართლებენ იქ სპეცრაზმის შეყვანას.

ბოკერია გახარიას გადაწყვეტილებებს, ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანის და სპეცსაშუალებების გამოყენების შესახებ, უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ხეობის მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ხელისუფლება სუსტი და უსამართლოა.

„გაირკვა, რომ ის, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა თურმე გადალახვადი იყო და აუცილებელი იყო ასეთ შეტაკებას ჰქონოდა ადგილი,რომ გადაეფიქრებინათ თავიანი პოზიცია? რამხელა უპასუხისმგებლობაა ასე ჯერ მოქმედება და მერე ფიქრი,რაც ზოგადად ივანიშვილის გუნდს ახასიათებთ. კანონის უზენაესობას თვითონა რ იცავენ. ეს რეგიონი არის მიტოვებული და ხელისუფლების როგორც კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას წლებია ვერ და არ ასრულებს. ყველაზე ცუდია, როცა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ასეთ სარისკო რეგიონში აქვთ წარმოდგენა და ამ შემთხვევაში საფუძვლიანი, რომ ხელისუფლება არის თან სუსტი და თან უსამართლო,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ოპოზიციას აინტერესებს, საერთოდ, რატომ შეიქმნა ეს პრობლემა.

“რატომ შეიქმნა საერთოდ პრობლემა, თუკი არ იყო შეთანხმება, თუ კანონის უზენაესობას აწვებიან, მაშინ აუცილებლად ვიღაცამ ძალადობრივი წინააღმდეგობა უნდა გაწიოს, რომ ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალოს? რა ტიპის მაგალითს აძლევენ და რა გზავნილია, გაგვაგებინონ. წინასწარ დემაგოგიას რომ არ ჰქონდეს ადგილი რომ გახარია სესიაზე მობრძანდება, უნდა დავაზუსტო – ჩვენი მოთხოვნაა და მათი მოვალეობაა რომ მობრძანდნენ კომიტეტში. საკომიტეტო ფორმატში მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ კითხვებს გვერდი აუარონ ან დააიგნორონ, როგორც ამას სესიაზე აკეთებენ ხოლმე” -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიყვანა. ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

სამართალდამცავებმა მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა.

შეტაკებების დროს დაშავდა 55 ადამიანი. მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა. გახარია ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესი მხოლოდ მაშინ აშენდება, როცა მოსახლეობის 90 პროცენტი თანახმა იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაშავებული პოლიციის თანამშრომლები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გახარიამ განაცხადა, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და ყველა, ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი.

დღის ბოლოს შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge