შრი-ლანკაში ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაადგინეს
- მსოფლიო
- 22.04.2019
- 16:33
შრი-ლანკის პოლიციამ ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაადგინა, იუწყება Daily Mirror-ი.
პოლიციის ცნობით, ის კოლომბოს გარეუბანში ერთ-ერთი ფაბრიკის მფლობელი ინსან სილავანია. სილავანმა აფეთქება შრი-ლანკის დედაქალაქში სასტუმრო Shangri-La-ში მოაწყო.
აღნიშნულია, რომ მანამდე პოლიციამ ამ ფაბრიკის ცხრა თანამშრომელი დაკავა, ისინი პატიმრობაში 6 მაისამდე დარჩებიან.
პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ტერორისტს, შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა სხვა თვითმკვლელებთან, რომლებიც კოლომბოს გარეუბან დემათაგოდაში მომხდარ აფეთქებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200