თბილისში, ავტოავარიის შედეგად 4 წლის ბავშვი დაშავდა
- საზოგადოება
- 01.05.2019
- 10:23
თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაშავდა.
ავარია გუშინ დღის ბოლოს აღმაშენებლის ხეივანში მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
სხვადსხვა სახის დაზიანებები მიიღო სულ სამმა ადამიანმა - ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.