ნოტრ-დამი, შესაძლოა, 3D-პრინტერის დახმარებით აღადგინონ
- მსოფლიო
- 01.05.2019
- 14:58
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, შესაძლოა, 3D-პრინტერის დახმარებით აღდგეს. ამის შესახებ Le Figaro ჰოლანდიურ კომპანია Concr3De-ზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც აღნიშნულია, ასეთი ტექნოლოგიით ტაძარი სწრაფად აღდგება, ასევე მომგებიანი იქნება ფინანსური კუთხითაც.
ჰოლანდიელების თქმით, გორგულიის ქანდაკების აღდგენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი და მასზე 2500- 5000 ევრო დაიხარჯება, რაც გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე მისი ქვიდან გამოჭრა.
ჰოლანდიური კომპანია ასევე გამოიყენებს ნაცრის ნარევს, კირქვას, მელანს და არაორგანულ ნაერთებს ტაძრის დეტალების შესაერთებლად.
15 აპრილს ნოტრდ-დამში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩამოინგრა სახურავის ორი-მესამედი, მთლიანად განადგურდა გოთიკური შპილი.
გადარჩა ყველა შედევრი და რელიქვია. ასევე, უვნებელია გარე ფასადი, კარიბჭე და ტაძარში დაცული უნიკალური ქანდაკებები.
წინასწარი ვერსიით, აალება სარემონტო სამუშაობის დროს გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.