primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

საზღვრის დაცვა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება და ეს შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორების დახმარების გარეშე - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 02.05.2019
  • 13:16
საზღვრის დაცვა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება და ეს შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორების დახმარების გარეშე - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო გამოსვლის დროს, რეფორმებზე საუბრისას სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სანაპირო დაცვა არის ერთადერთი უწყება, რომელიც თანამშრომლობს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში, ნატოსთან და ამ მიმართულებით იგეგმება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

„მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, თუმცა ასევე მინდა ვაღიარო და ვთქვა, რომ მისი ასე ვთქვათ სიღრმისეული რეფორმირებამდე ჩვენ ჯერ ვერ მივედით, ამიტომ ჩვენ მივყვებით გეგმას სასაზღვრო სექტორების მშენებლობის ნაწილში, იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა ნორმალურ მდგომარეობაში გვქონდეს. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ საზღვრის დაცვა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება და ჩვენი მსგავსი, სუსტი ეკონომიკების პირობებში ეს შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორების დახმარების გარეშე. ამ დახმარებას ჩვენ ძალზედ ეფექტურად ვიღებთ, რის გამოც მადლობა უნდა გადავუხადო მათ. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ წელსაც და მომავალ წელსაც, საზღვრის დაცვის კომპონენტში, ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული სანაპირო დაცვის მიმართულებით და ამას აქვს თავისი მარტივი ახსნა, რამეთუ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველო - ნატოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში. იქიდან გამომდინარე რომ, საქართველოს სამხედრო - საზღვაო ძალები არ გააჩნია, სანაპირო დაცვა არის ერთადერთი უწყება, რომელიც თანამშრომლობს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში, ნატოსთან და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასევე, ჩვენი სანაპიროს დაცვის კომპონენტში." - გიორგი გახარია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge