თუ შენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა: გამოდი თანასწორობისთვის! - თბილისი პრაიდის ახალი ვიდეო
- საზოგადოება
- 02.05.2019
- 14:08
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ფეისბუკის გვერდზე ახალ ვიდეოს აქვეყნებენ.
"არ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს, ასაკს, წარმომავლობას, პროფესიას, განათლებას, ორიენტაციას…თუ შენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა: გამოდი თანასწორობისთვის! გამოდი თავისუფლებისთვის! გამოდი სოლიდარობისთვის! გამოდი უსაფრთხოებისთვის! გამოდი სიყვარულისთვის!", - წერენ ორგანანიზატორები ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, რომ "თბილისის პრაიდის" ორგანიზებით "ღირსების მარშის" კვირეულის ჩატარება მიმდინარე წლის 18 - 23 ივნისს იგეგმება.