png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი ტრადიციულად, წელსაც უერთდება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებას - Wings for Life World Run

  • საზოგადოება
  • 03.05.2019
  • 16:19
საქართველოს ბანკი ტრადიციულად, წელსაც უერთდება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებას - Wings for Life World Run

საქართველოს ბანკი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძებას- Wings for Life World Run-ს უკვე მეხუთედ უერთდება. საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, საკუთარი თანამშრომლების გაერთიანება და მოტივაცია იმ საერთო მიზნის გარშემო, რასაც საქველმოქმედო მისია ჰქვია. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ხელშეწყობა. სხვადასხვა წლებში საქართველოს ბანკის 300-მდე თანამშრომელმა რბოლაში მონაწილეობით საკუთარი წვლილი უკვე შეიტანა მარათონის ორგანიზებასა და მისი მისისის განხორციელებაში.

„საქართველოს ბანკის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ზურგის ტვინის დაზიანებათა სამკურნალოდ თანხების მობილიზებას და საქველმოქმედო მისიის განხორციელებას, რათა შევცალოთ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. მჯერა, რომ ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია შევცალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ბანკის 100-მდე თანამშრომელი დიდი ენთუზიაზმით ერთვება აღნიშნულ მარათონში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ.

Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება. მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. შემოწირულობის გასაზრდელად თითოეულ კილომეტრსაც მნიშვნელობა აქვს. მარათონიდან შემოსული თანხის 100% მოხმარდება კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. აღნიშნულ მარათონში გასულ წელს მონაწილეობა 200-მდე კომპანიამ მიიღო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge