გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ
- პოლიტიკა
- 06.05.2019
- 12:12
დეპუტატებმა გია ჟორჟოლიანმა და ბექა ნაცვლიშვილმა შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში“ მოამზადეს, რომლის ინიცირება დღეს, 6 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
„ეს წარმოადგენს აღიარებას შრომის, როგორც საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტის. პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადება წარმოადგენს სოლიდარობის გამოხატულებას, როგორც ქვეყნის შიგნით მშრომელი ადამიანების მიმართ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პირველი მაისი საერთაშორისო მნიშვნელობის დღეა. ამის დადასტურებაა სწორედ ის, რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობაში პირველი მაისი უქმე დღედა არის გამოცხადებული“, – ნათქვამია კანონპროექტში.