png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე, დგომა-გაჩერების წესები დარღვევასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები გამკაცრდება

  • სამართალი
  • 06.05.2019
  • 14:07
ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე, დგომა-გაჩერების წესები დარღვევასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები გამკაცრდება

ვგეგმავთ საკანონმდებლო ცვლილებებს, მიმართულებებით სანქციების გაზრდას და გამკაცრებას ემსახურება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ,პრესკონფერენციაზე საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და იმ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს სოციალური კამპანია - „მეტი სიცოცხლისთვის“ პარალელურად.

პრესკონფერენციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიის ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. დავიწყებთ მთავრობაზე განხილვას და შემდეგ პარლამენტში, რაც გარკვეული მიმართულებებით სანქციების გაზრდას და გამკაცრებას ემსახურება. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესები დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება. თბილისში ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების გაზრდას. ჯერ თბილისის მასშტაბით, გასაგები მიზეზების გამო. ზოგადად თბილისში ტურისტების რაოდენობა იზრდება და მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ ეტაპობრივად რეგიონებში გაიზრდება. რაც შეეხება სანქციებს, ეს იქნება სხვადასხვა გათვლებზე დაფუძნებული, თუმცაღა, გამკაცრება ამ მხრივ ცალსახად მოსალოდნელია. სიჩქარის გადაჭარბებაზე და ყველა იმ კრიტიკული მიმართულებით მოხდება, როგორც სანქციების გამკაცრება, არამარტო ფულადი სანქციებით, არამედ სხვა წესების გამკაცრებაც. ასევე ვგეგმავთ, რომ მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის კლება მივაბათ ვიდეოკამერებს. ამან გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქციები და მინდა ავხსნა, რომ დღესაც, როდესაც ვიდეოკამერებით ხდება დაჯარიმება, ვიდეოკამერა აჯარიმებს ავტომანქანის მფლობელს, იმიტომ რომ ვიდეოკამერა მძღოლს სახეზე ვერ ცნობს, ვინ ზის საჭესთან, კამერისთვის უცნობია, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც ხდება ავტომანქანის მფლობელის დაჯარიმება. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში წარვადგინოთ ამ საგაზაფხულო სესიაზე და სულ მცირე, განხილვა საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას დავიწყოთ. ქულათა სისტემა არის ერთ-ერთი ბერკეტი სხვა ყველაფერთან ერთად, კამერებთან ერთად, საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად და ა.შ. ამან გამოიღო გარკვეული შედეგი თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია ამ ეფექტიანობის გაზრდა. შესაბამისად ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ქულათა სისტემის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს“,- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge