თელავში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს
- სამართალი
- 06.05.2019
- 16:04
თელავში, 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ახალგაზრდა კაცს ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200