primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ტურისტების რაოდენობას გაასამმაგებს - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 06.05.2019
  • 16:24
ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ტურისტების რაოდენობას გაასამმაგებს - მამუკა ბახტაძე

ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას მინიმუმ გაასამმაგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ სოფელ კინჩხაში განაცხადა, სადაც ახლად აშენებული ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ბუნების ძეგლზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვიზიტორთა ცენტრის გარდა, მოეწყო ბილიკები და გადასახედი პლატფორმები, რაც ბუნების ძეგლის დათვალიერებას მეტად უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის. ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარით დაფინანსდა.

„ჩვენ გავაფართოვეთ ოკაცეს კანიონის პროექტი, რომელიც ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, სოფელ კინჩხაში მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, მინიმუმ გავასამმაგებთ ტურისტების რაოდენობას ამ ულამაზეს კუთხეში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში კიდევ მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის – სკოლების რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს მომავალში პროფესიული გადამზადების ცენტრი გაიხსნება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა, ყველა კუთხეში იყოს ისეთი ტიპის პროფესიული სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებული ახალგაზრდებიც მოკლე ვადაში დასაქმდებიან.

„ხონში ახალგაზრდულ ცენტრს ავაშენებთ. ასევე, იგეგმება ხონის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია და ბევრი სხვა პროექტი. მე გავეცანი იმ პროექტებს, რომელიც სოფლის მეურნეობაში დავაანონსეთ. ხონი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიციარია. ჩვენ გვჭირდება, გავასამმაგოთ ის ციფრები და შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge