საფრანგეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის 16 წლის ჩეჩენი დააკავეს
- მსოფლიო
- 07.05.2019
- 15:53
საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირისთვის 16 წლის სკოლის მოსწავლე დააკავეს.
აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ პარიზის რეგიონში დააკავა ოთხი პირი, რომლებიც პოლიციელების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მომზადებში იყვნენ ეჭვმიტანილნი.
ფრანგული მედიის ცნობით, საქმის მეხუთე ფიგურანტი მშობლების სახლში დააკავეს. ისინი ჩეჩნეთიდან არიან. პოლიცია ვარაუდობს, რომ მოზარდი თანამოაზრეების დავალებით სოციალურ ქსელში ავრცელდებდა ვიდეორგოლებს, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ აღბეჭდილნი და ფიცს დებდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200