png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კორპუსებში გამათბობელი ქვაბების ინდივიდუალური საკვამურები შესაძლოა აიკრძალოს

  • საზოგადოება
  • 08.05.2019
  • 11:24
კორპუსებში გამათბობელი ქვაბების ინდივიდუალური საკვამურები შესაძლოა აიკრძალოს

ჰორიზონტალურად გაშვერილი საკვამლე მილები ინდივიდუალური ბინებიდან ძალიან მავნებელია მოსახლეობისათვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ ჩაატარებული პირველი თემატური მოკვლევის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, მრავალსარ­თულიანი სახლების ევროპული ტიპის კოლექტიური საკვამლე მილებით აღჭურვა.

„ევროპული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ კვამლი ატმოსფეროს მაღალ ფენებში უნდა გაიფრქვას. თბილისში და მთლიანად საქართველოში ასეთ კვამლს მოსახლეობა ჩაისუნთქავს გამათბობელი ქვაბების საკვამლე მილების არასწორად დამონტაჟების გამო. ­ მარტივი და იაფი, ჰორიზონტალურად გაშვერილი საკვამლე მილები ინდივიდუალური ბინებიდან ძალიან მავნებელია მოსახლეობისათვის.

ევროპაში მრავალსართულიან საცხოვრებლებში კედლის ქვაბებიდან სათბობის წვის პრო­დუქტების (კვამლის) ემისიისათვის ე.წ. კოლექტიური საკვამლე მილები კეთდება, ინდივიდუალური საკვამურების მოწყობა დაუშვებელია“, - ნათქვამია ანარიშში და აღნიშნულია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების გარეშე სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცეს.

„ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბებიდან წარმოქმნილი წვის პროდუქტების (კვამლის) სახურავის მაღლა ემისიისათვის, თბილისში/საქართველოში უნდა დამონტაჟდეს ევროპული ტიპის „კოაქსიალური“ კონსტრუქციის კოლექტიური საკვამლე მილები, ძველ თუ ახალაშენებულ სახლებში. ეს მნიშვნელოვანია ქალაქის საცხოვრებელ სექტორში ენერგო­ეფექტურობის ასამაღლებლად, ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით”, - ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge