სენაკის მეორე საჯარო სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა
- საზოგადოება
- 10.05.2019
- 15:13
სენაკის მეორე საჯარო სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ყველას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა და ალერგიული გამონაყარი.
ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ დღესვე გაწერენ კლინიკიდან.
არსებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.