ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის სამზადისი არ მიმდინარეობს - დიმიტრი პესკოვი
- მსოფლიო
- 14.05.2019
- 09:43
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისთვის ჯერჯერობით არანაირი სამზადისი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გააავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს იაპონიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვდებოდა.
„შეხვედრისთვის არანაირი სამზადისი ჯერჯეობით არ მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპრაკებები არ გამართულა“, - განაცხადა პესკოვმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200