png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე მუშაობს

  • ეკონომიკა
  • 16.12.2015
  • 14:42
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე მუშაობს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე მუშაობს.

როგორც აჭარის ფინანსტა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ბულვარს თავის ისტორიაში პირველად განვითარების გეგმა ექნება. ახალი დოკუმენტი ბულვარის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, კონკრეტულად კი ერთიანი ტოპოგრაფიული გეგმის შექმნას გულისხმობს, რომელიც ტერიტორიის ზონებად დაყოფას, ხოლო თითოეული ზონის სტრატეგიულ დაგეგმარებას ითვალისწინებს.

პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა ვაქციოთ ბათუმი და ბათუმის ბულვარი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის მიმზიდველი არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ წლის სხვა პერიოდშიც, რაც სამწუხაროდ დღემდე ნამდვილად წარმოადგენს პრობლემას. აღნიშნული კონცეფცია კი ბულვარის სწორედ მსგავს განვითარებას შუწყობს ხელს და ჩვენ მივიღებთ, გამოცოცხლებულ, განახლებულ და რაც მთავარია ძალიან საინტერსო ბულვარს,რომელიც დარწმუნებული ვარ აქამდე არსებულზე კიდევ უფრო მეტად იქცევა ვიზიტორთა საუკეთესო დასვენების ადგილად. მოხარული ვარ, რომ დღეს პროექტის პრეზენტაციას საზოგადოების სხვადსახვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. აქ არიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის,მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. საზოგადოების ჩართულობა ამ პროექტს კიდევ უფრო მეტად დახვეწს და ჩვენ საბოლოოდ სრულყოფილ კონცეფციას მივიღებთ. მნიშვნელოვანია,რომ პროცესის ყველა ეტაპზე მოეწყობა საჯარო განხილვები და დისკუსიები. აღნიშნულ ფორმატში ყველა დაინტერესებულ პირს თავისი რეკომენდაციების, შენიშვნების, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება,რაც ნამდვილად მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას გამოჩენილი ინტერესისთვის და ვუსურვო წარმატებები ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში”, აღნიშნა დავით ბალაძემ.

ბულვარის განვითარება ფლორენციის ქარტიის შესაბამისად მოხდება. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ფლორენცის ქარტიის შესაბამისად ბათუმის ბულვარის კონსერვაციის, რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის პროექტის მომზადებაა.

ბულვარის განვითარების კონცეფციაზე შპს „სასტუმრო ოაზისი“ მუშაობს. კომპანია აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია და დღეისათვის “Dream Land Oasis” 105 მილიონი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს ჩაქვში. კომპანიის მიერ მომზადებული კონცეფცია ბუნების, ტექნოლოგიების და ფუნქციონალური დატვირთვის იმგვარ სინთეზს ითვალისწინებს, რომელიც მაქსიმალურად ჰუმანურ გარემოს ქმნის ადამიანისთვის და წარმოადგენს სამოთხის ბაღის მოდელზე აგებული სივრცის მოწყობას, რაც სრულად შესაბამისობაშია ფლორენციის ქარტიის პრინციპებთან ისტორიულ ბაღებთან მიმართებაში; გადაწყვეტილების მიღებისას მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კომპანიის მიერ შემოთავაზებული კონტრაქტის ყველაზე დაბალი ღირებულება იყო;
კონცეფციაზე მუშაობის ყველა ეტაპზე საჯარო განხილვები და დისკუსიები მოეწყობა. აღნიშნულ ფორმატში ყველა დაინტერესებულ პირს თავისი რეკომენდაციების, შენიშვნების, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება.
ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და ბათუმის ბულვარის კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების დოკუმენტაციის მოწოდება 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge