ლუიზიანას შტატის ვიცე-გუბერნატორი დონალდ ტრამპს პრეზიდენტის გამოსახულებიანი წინდებით დახვდა
- მსოფლიო
- 15.05.2019
- 13:13
ლუიზიანას შტატის ვიცე-გუბერნატორი ბილი ნანგესერი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დახვდა წინდებით, რომელზეც გამოსახული იყო პრეზიდენტის პორტრეტი, ქერა თმით.
ტრამპი ლუიზიანაში სამუშაო შეხვედრას მართავდა.
ნანგესერმა პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტო მიკრობლოგ Twitter-ში გამოაქვეყნა. ის ტრამპს ხელს ართმევს და წინდას აჩვენებს. ფოტოს დართული აქვს ჰეშთეგი „ვაქციოთ წინდები კვლავ დიდებულად“(Make Socks Great Again).
წინდები Amazon-ზე 27,49 დოლარად იყიდება. „წინდები „დონალდ ტრამპი“, რბილი, ფუმფულა თმებით, რომელიც შეგიძლიათ გაასწოროთ, დავარცხნოთ და გაწეწოთ. შეცვალეთ პრეზიდენტის სტილი განწყობის მიხედვით!“- ნათქვამია პროდუქტის აღწერილობაში.

ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200