primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

  • პოლიტიკა
  • 16.05.2019
  • 13:00
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია ჩატარდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ესტონეთის რესპუბლიკის “რიიგიკოგუს” თავმჯდომარე ჰენ პოლუასთან და პრემიერ-მინისტრ იური რატასთან. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. ,,შეხვედრებზე განხილული იქნება ესტონეთის მხარდაჭერის პრაქტიკული განხორციელება საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით და საქართველოს რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები. ცნობილია, რომ ეს თემა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრაზე დააყენა. დღეს ესტონეთს, ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჰყავს ახალი კოალიციური მთავრობა და პრეზიდენტის ვიზიტი კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, შესაბამის, მაღალი თანამდებობის პირებთან განიხილებოდეს საქართველოს პრიორიტეტები", - განაცხადა საქართველოს ელჩმა ესტონეთში.

ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის “ერთი წარსული – ბევრი მომავალი” ღია დისკუსიაში. თეა ახვლედიანის განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობა პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან კონფერენციის საერთაშორისო და მაღალი დონის აუდიტორია მოელის სალომე ზურაბიშვილის ხედვას ევროპის მომავალთან დაკავშირებით, გამომდინარე, როგორც საფრანგეთის დიპლომატიური გამოცდილებიდან და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან. სალომე ზურაბიშვილი ტალინში ნატოს კოოპერატიული კიბერთავდაცვის ცენტრს ეწვევა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები “მიკელის” მუზეუმში ფიროსმანის გამოფენას “მარტოხელა გენიოსის სამყარო” დაათვალიერებენ. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge