პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს 9:00 საათზე დაიწყება
- საზოგადოება
- 17.05.2019
- 12:45
განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წლისათვის 21 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე (registration.emis.ge) და დასრულდება 8 ივნისს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
საყოველთაო ელექტრონული რეგისტარცია დასრულდება 12 ივნისს.
2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.