png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოში სპილენძის შემცველი შაბიამნის წარმოება დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 16.12.2015
  • 16:30
საქართველოში სპილენძის შემცველი შაბიამნის წარმოება დაიწყო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და  ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პაატა ხიზანიშვილმა ქიმიური საწარმო ,,რუსთავის აზოტი“ დაათვალიერეს და საწარმოში არსებულ მდგომარეობას   გაეცნენ.

,,რუსთავის აზოტი“ აზოტოვანი სასუქების  უმსხვილესი  მწარმოებელია. საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზება  როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე   მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხორცილდება. საწარმოში 2300 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ  ,,რუსთავის აზოტი“  კავკასიის რეგიონში  ამონიუმის გვარჯილას ერთადერთი მწარმოებელია. ყოველწლიურად საწარმო 500 000 ტონას   აწარმოებს, რაც მსოფლიო მოხმარების 1%-ს შეადგენს.

საწარმოს დირექტორმა,  ლევან ბურდილაძემ   სოფლის მეურნეობის მინისტრს  საწარმოს ერთ-ერთი ინოვაციური და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის -  სპილენძის შაბიამანის წარმოების, დახარისხების და შეფუთვის პროცესი გააცნო. სპილენძის შაბიამანი თანამედროვე  ტექნოლოგით მზადდება.  წარმოების შედეგად მიიღება მავნე მინერალებისაგან თავისუფალი პროდუქტი, რომელშიც სპილენძის სულფატის შემცველობა 98% შეადგენს, რაც   მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად არის საჭირო.  სპილენძის სულფატის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აქტიურად გამოიყენება  მევენახეობის დარგში.

ოთარ დანელიამ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ხარისხიანი სასუქები და პრეპარატები  მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის.  

,,მისასალმებელია, რომ ასეთი დიდი პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა გააჩნია საწარმოს. ,,რუსთავის აზოტი“  ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს სახელმწიფოს მიერ   მხარდაჭერას, სწორ, პრაგმატულ მიდგომას და დარგის განვითარების ხელშეწყობას. ახალი პროდუქტი, რომლის წარმოებაც დაიწყო  კომპანიამ  მნიშვნელოვანია, როგორც მევენახეობისთვის, ისე სოფლის მეურნეობის სხვა დარგებისთვისაც. ,,რუსთავის აზოტი“  ამონიუმის გვარჯილას კონტრიბუციის თვალსაზრისით მსოფლოში უმნიშვნელოვანესი საწარმო გახლავთ, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის და ძლიერი ეკონომიკისთვის. ჩვენ კი, ასეთი ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა გვმართებს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.  

საწარმოს დირექტორის გაანცხადებით, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებამ, მინერალურ სასუქებზე ახალი მოთხოვნები გააჩინა.

,,საწარმოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება. საქართველოსთვის, ტრადიციულად მევენახეობა წამყვანი დარგი იყო. შესაბამისად,  ჩვენ უმაღლესი ხარისხის  სპილენძის შემცველი შაბიამნის   წარმოება დავიწყეთ, რაც ნამდვილად  ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას.  უახლოეს მომავალში  საწარმოში ამიაკის  სინთეზის ავტომატიზაციის პროცესის დანერგვასაც ვგეგმავთ“, - აღნიშნა საწარმოს დირექტორმა,  ლევან ბურდილაძემ.  

,,რუსთავის აზოტის“ მიერ ახალი პროდუქციის წარმოების პროცესს  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge