ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 27.05.2019
- 13:34
ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა. ის 30 წლის იყო. ინფორმაციას „მედიაცენტრი მთავარი“ ავრცელებს.
"ნინი ჯაფარიძე - ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს“, - წერია სააგენტოს ვებგვერდზე.
ნინი ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებები გახდა.