png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ჭიათურაში, მაღაროელებთან ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჩავლენ

  • საზოგადოება
  • 27.05.2019
  • 14:52
ჭიათურაში, მაღაროელებთან ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჩავლენ

"მივიღე დავალება პრემიერ-მინისტრის და მე და ჩემი კოლეგები, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი საკითხები უშუალოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უნდა წყდებოდეს, თუმცა ვინაიდან ამ დრომდე ვერ შედგა შეთანხმება, მინისტრის განცხადებით, უშუალოდ ჩაერთვება მედიაციის პროცესში.

"ამასთან, უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან აქტიურად არის მედიაციის პროცესში ჩართული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ მხარეებს მისცა ვადა, რათა მათ მოეხდინათ მაქსიმალური ძალისხმევა, გამოენახათ საერთო ენა და შემდგარიყო დიალოგი.

"რადგან მყარად გვწამს, რომ ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ორმხრივი დიალოგის რეჟიმში და ეს არის ნორმალური გადაწყვეტა ამ საკითხების. ვინაიდან მოთხოვნების დიდ ნაწილი ეხება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ნორმალურ პირობებს, კვების ხარისხს, ეკოლოგიურ საკითხებს, რაც ნამდვილად გვადარდებს და არის ჩვენთვის პრიორტეტული. ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და ჩვენ რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, "ჭიათურმანგანუმი" და ზესტაფონის ფერო არის სისტემა შემქმნელი საწარმოები და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არსებული კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა ამოიწუროს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე. ჩვენ ჩავერთვებით უშუალოდ მედიაციაში ორ მხარეს შორის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ 15 მაღაროელი კი უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. 3-მა მაღაროელმა პოტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. მაღაროელები ხელფასის მომატებას, კვებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებასა და ქალაქში ეკოლოგიური მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

მაღაროელები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ კომპანიას სახელმწიფო მათ მადნის მოპოვების ნებართვას არ აძლევს, რის გამოც აღაროელებისთვის მხოლოდ ხელფასის 10-15%-იანი ზრდის შეთავაზება შეუძლიათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge