მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება
- პოლიტიკა
- 27.05.2019
- 15:14
შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს.
არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში ჩატარდება. მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე მონაწილეობენ.