ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- საზოგადოება
- 28.05.2019
- 10:41
ტყიბულში მაშველებმა ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.
სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.
ტყიბულში, გარე მოპოვების ერთ-ერთ კარიერზე, სადაც ჩამოშლილმა მიწის მასამ 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა, გვირაბის გამაგრებითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.