თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
- საზოგადოება
- 28.05.2019
- 10:54
თელავში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, თელავში, აღმაშენებლისა და სულხანიშვილის ქუჩების კვეთაზე „ტოიოტას“ და „ინფინიტის“ მარკის ავტომობილები ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი, გაჩერებაზე მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახნენ, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შეჯახების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.