primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას და ამავე დროს აზერბაიჯანს აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას - გიგა ბოკერია

  • პოლიტიკა
  • 28.05.2019
  • 13:42
ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას და ამავე დროს აზერბაიჯანს აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას - გიგა ბოკერია

ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს და მას აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას. ყველა, ვინც ხელს უწყობს აზრბაიჯანის შიგნით, იმ ძალებს, ანუ ისევ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ გააღვივოს ანტიქართული განწყობები, პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, - მის შესახებ ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიმრთ საფუძვლიანი უნდობლობის გამო არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას დააზიანებს.

​„ყველასთვის ცნობილია ჩემი და „ევროპული საქართველოს“, ჩვენი მოკავშირეების ძალიან კრიტიკული, რბილად რომ ვთქვათ, პოზიცია „ქართული ოცნების“, ივანიშვილის გუნდის, თქვენ მიერ შერჩეული პრეზიდენტის. თქვენი უნარია, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები აწარმოოთ ან უმაღლეს დონეზე მეგობარ ქვეყნებთან გქონდეთ საქმიანი ურთიერთობა, უფრო სწორედ უუნარობის. ძალიან კრიტიკული ვარ, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს, როგორც პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიულ ოპოზიციას, ძალიან მკაფიო პოზიცია გვქონდეს იმათთან დაკავშირებით, ვინც დღეს ცდილობს, გაამწვავოს ვითარება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმათ მიმართ, ვინც დღეს ცდილობს, შუღლი დათესოს ჩვენი ქვეყნის შიგნით, ვინც პატრიოტიზმის საფარქვეშ რეალურად ქვეყანას მტრობს. აქ არის ხალხი, ვინც ამას აკეთებს გამიზნულად, აქ არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ცდებიან და მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო მათ – მთავრობის მიმართ საფუძვლიანმა უნდობლობამ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას. მთავრობისთვის ზიანის მიყენება და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება ორი სხვადასხვა რამაა, მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის გუნდს ზიანი მიაყენო, ქვეყანას არ შეიძლება, ზიანი მიაყენო. ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს და მას აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას. ყველა, ვინც ხელს უწყობს აზრბაიჯანის შიგნით, იმ ძალებს, ანუ ისევ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ გააღვივოს ანტიქართული განწყობები, პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვერ დაინახო. ეს არის ჩვენი, ჩემი და „ევროპული საქართველოს“ მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge