ესპანეთში დასასვენებლად მყოფი ქართველი მცირეწლოვანი ბავშვი ზღვაში დაიხრჩო
- საზოგადოება
- 29.05.2019
- 09:57
რუსთავიდან ესპანეთში დასასვენებლად წასული ოჯახის მცირეწლოვანი წევრი ზღვაში დაიხრჩო. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვაში ბანაობდნენ - მამამ წყლიდან ორი შვილის გამოყვანა შეძლო, მესამე კი, რომელიც გასაბერ ლეიბზე იწვა - ძლიერმა ტალღებმა გაიტაცა. მაშველებმა 5 წლის გოგონას მომხდარიდან მალევე მიაგნეს.
ბავშვის რეანიმირებას ექიმები თითქმის ერთ საათს განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მათთან მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს საკონსულო.