ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მარნეულის მუნიციპალიტეტი დააზარალა
- საზოგადოება
- 29.05.2019
- 11:37
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში დაახლოებით ერთსაათიანი წვიმისა და სეტყვის შედეგად მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დაზარალდა. მათ უმეტესობას სრულად დაეტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ავეჯი, ტექნიკა.
ადგილობრივების თქმით, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ღობეები, გაანადგურა ვენახები და სხვა კულტურები.